ჯენიფერ აფლეკს, ბენ აფლეკთან განქორწინების შემდეგ თავისი გვარის დაბრუნება სურს, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჯენიფერ ლოპესმა ბენ აფლეკთან ქორწინების შემდეგ გვარი შეიცვალა და ჯენიფერ ლინ აფლეკი გახდა. ახლა მას განქორწინების გამო თავისი გვარის - ლოპესის უკან დაბრუნება სურს, რაც მან განქორწინების საბუთებშიც აღნიშნა.
წყვილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია კვირის დასაწყისში დადასტურდა, თუმცა მათ დაშორებაზე ჭორები დიდი ხნით ადრე გავრცელდა.