ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა - მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი

ირაკლი ღარიბაშვილი: ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა - მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი

დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენმა - ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თუ ვის უნდა ანდოს ქვეყნის მართვა - მას ვინც 12 წლის მანძილზე საქმით და შედეგით დაამტკიცა რომ არის მშვიდობის და თავისუფლების მომტანი, სტაბილურობის, განვითარების და ევროპული მომავლის გარანტი თუ იმ ბოროტ ძალას ვინც ასევე საქმით და შედეგით დაამტკიცა, რომ არის ომის, ჩაგვრის, ქაოსის, შიშის და ტერორის, ნგრევის და უბედურების მომტანი?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, არ არსებობს იდეალური მმართველი ძალა და არ არსებობს იდეალური მთავრობა, მაგრამ დღეს, არ არსებობს „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი ალტერნატივა.

„მე მჯერა, რომ ჩვენი ბრძენი ხალხი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს და ხმას მისცემს ქვეყნის გადარჩენას, აირჩევს მშვიდობას, თავისუფლებას, სტაბილურობას, წინსვლას, განვითარებას, ღირსეულ ევროპულ მომავალს! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს სიმართლე! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს მშვიდობა! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს თავისუფალი საქართველო! გაიმარჯვებს ჩვენი ამაყი, ღირსეული ხალხი! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს პარტია „ქართული ოცნება“! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.