გია აბაშიძე: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, “ნაცგობლინების” მხრიდან რუსეთის დროშის შებილწვით აღდგება ტერიტორიული მთლიანობა? ნეომარქსისტების, ომის წამქეზებელი ნაძირალა საგარეო ძალების მხრიდან არარაობების ვითომ შეგულიანება უნაყოფოა

გია აბაშიძე: დიახ, რუსეთი ოკუპანტია, “ნაცგობლინების” მხრიდან რუსეთის დროშის შებილწვით აღდგება ტერიტორიული მთლიანობა? ნეომარქსისტების, ომის წამქეზებელი ნაძირალა საგარეო ძალების მხრიდან არარაობების ვითომ შეგულიანება უნაყოფოა

დიახ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი გარეწარი იმპერიალისტი.  ნაცგობლინების მხრიდან რუსეთის დროშის ვითომ შებილწვით აღდგება ტერიტორიული მთლიანობა? მეჯავრებიან ეპატაჟური, ფასიანი ნაცექსტრემისტები, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე მომხდარ ინციდენტს.

როგორც აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, ნეომარქსისტების, ომის წამქეზებელი საგარეო ძალების მხრიდან ომის მომხრეთა შეგულიანება უნაყოფოა. მისივე განცხადებით, ქართული საზოგადოება არავის არაფერს გაუტარებს, ვინაიდან, საქართველო უწინარესია.

“დიახ, რუსეთი ოკუპანტია, პუტინი გარეწარი იმპერიალისტი.  ნაცგობლინების მხრიდან რუსეთის დროშის ვითომ შებილწვით აღდგება ტერიტორიული მთლიანობა? მეჯავრებიან ეპატაჟური, ფასიანი ნაცექსტრემისტები, უფრო კი მათი ვითომ გამამართლებელი უდებილესი პროფესურა. დასავლელ ბალტიელ მეძაევებზე არაფერი ითქმის. 

საქართველო ერთია, როგორც უფალი! ერთ-ერთი რიგითი ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩვენი ინტერესები არსად დაზიანდეს და დეოკუპაცია მშვიდობით მოხდეს. 
ნეომარქსისტების, ომის წამქეზებელი ნაძირალა საგარეო ძალების მხრიდან ომის უიაფესი არარაობების ვითომ შეგულიანება უნაყოფოა. 

რწმენა, სამშობლო, ოჯახი - ამას საქართველოს არცერთი შვილი უღალატებს, ხოლო მარგინალი დასპონსორებული გარეწრები არაერთხელ გვყოლია. არავის არაფერს გავუტარებთ! ჩვენი ქვეყანაა უწინარესი და არა ავაზაკი ფონ დერ ლაიენების თუ უწიგნური, რუსეთში აშენებული,  მეუღლის, კაია კალასების საპარპაშო!” - წერს გია აბაშიძე.