„სილქ ჰოსფითალითის“ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, წინანდლის მამულში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა

„სილქ ჰოსფითალითის“ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით, წინანდლის მამულში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა

„სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით, წინანდლის მამულის სასტუმრო რადისონ ქოლექშენში ჩოგბურთისა და პადელის ტურნირები გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია SOLO. 

ჩოგბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა 10-მა, პადელის ჩემპიონატში კი 16-მა წყვილმა მიიღო. ტურნირის ფარგლებში მონაწილეებს სხვადასხვა საჩუქარი გადაეცათ.

წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია “სილქ ჰოსფითალითის” მიერ წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება. ამასთან, წინანდლის მამულის სპორტულ ღონისძიებებს წელს პირველად პადელის ტურნირი შეემატა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სხვადასხვა კულტურულ აქტივობაში ჩართულიყვნენ.

„ვცდილობთ წელიწადის ოთხივე სეზონი საინტერესო იყოს ჩვენი მუდმივი და ახალი სტუმრებისათვის. ამისთვის ხშირად ვმართავთ და ვმასპინძლობთ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენში. წელს პირველად დაგვემატა პადელის ტურნირი და მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი სიახლე შევთავაზეთ ჩვენს სტუმრებს. შემოდგომაც გვიახლოვდება და კიდევ ბევრ საინტერესო და გასართობ აქტივობას გპირდებით.“ - აღნიშნავს ნუცა რამიშვილი, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ გენერალური მენეჯერი.

„SOLO განაგრძობს კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას. გვახარებს წინანდლის მამულში გამართული ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატის მიმართ გამოვლენილი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი მონაწილე ჩაერთვება ჩვენს ინიციატივაში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ მსგავსი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს გიორგი ლობჯანიძე, SOLO და WM მარკეტინგის გუნდის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ 2023-2024 წელს წინანდლის მამულმა რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება სხვადასხვა საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელება.

ინფორმაციისთვის, ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატები „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით გაიმართა.  ჩოგბურთის ტურნირის სპონსორი იყო სილქ რივორდსი, პორშე და ბაკურიანი, ხოლო პადელის ტურნირის სპონსორი სილქ რივორდსი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ბაკურიანი.