თამარ მეფის გამზირის N20-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები წესრიგდება

თამარ მეფის გამზირის N20-ში მიწისქვეშა კომუნიკაციები წესრიგდება

დიდუბის რაიონის გამგეობა თამარ მეფის გამზირის N20-ის ეზოში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის მიხედვით, წესრიგდება წყალარინებისა და წყლის ქსელები. ამასთან, ანალოგიური სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე - აღმაშენებლის გამზირის N197-სა და დისევის ქუჩის პირველი ჩიხის N4-ში მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 70 000 ლარს შეადგენს. სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.