დიღმის მასივის მეორე კვარტალში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიღმის მასივის მეორე კვარტალში მოსასვენებელი სივრცეები ეწყობა

დიღმის მასივის მეორე კვარტლის მეორე და მეოთხე კორპუსებთან 2000 კვ.მ ფართობზე ორი მოსასვენებელი სივრცე ეწყობა. 

პროექტის მიხედვით კეთდება ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე, საპარკე ინვენტარი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერების რეაბილიტაციის ბიუჯეტი 300 000 ლარია.

სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.