ეს დღესასწაული სავსეა რიტუალებით, რომელიც თავის მხრივ ათასგვარი რელიგიის და კულტურის გამოძახილია მთელი მსოფლიოდან. თუკი Google-ის საძიებო ფანჯარაში ჩაწერთ ფრაზას „რატომ დებენ პირობას ადამიანები საახალწლოდ?“, თქვენ ათასგვარ ახსნას მოიძიებთ: ადამიანებს ფსიქოლოგიურ დონეზე იზიდავთ მიზნების დასახვის პროცესი; წარსულში, ძველი რომაელები პირობას დებდნენ ღმერთ იანუსის წინაშე, რომლის საპატივცემულოდაც ჰქვია ზამთრის პირველ თვეს იანვარი; ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმედი გააჩნდეთ და ა.შ.
მაგრამ ამ ფენომენს კიდევ ერთი რამ ხსნის: სააახალწლოდ პირობის დადება ჩვენს ცხოვრებაში ისეთივე როლს თამაშობს, როგორსაც რელიგიური რიტუალები.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის პროფესორმა ვენდი დონიჯერმა, მიამბო რელიგიური რიტუალების და საახალწლო ტრადიციების მსგავსების შესახებ. „ის მოსაზრება, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ცხოვრება მოულოდნელად მაგიურად შეიცვლება, თავისთავად უკვე სასწაულია“ ამბობს იგი. „ადამიანების უმრავალესობა ფიქრობს, რომ სასწაული რელიგიის ნაწილია. ამიტომ ეს მოსაზრება პოპ-კულტურაშიც აღწევს“. ის იყენებს „მაგიის“ ცნებას იმ როლის სოციოლოგიური ახსნისათვის, რომელსაც რწმენა და რიტუალები თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში: რელიგიური რწმენა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რომლისაც არაფერი გაგვეგება, მაგრამ ისინი გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე (სოციოლოგები ამას „მაგიას“ უწოდებენ, მორწმუნე ადამიანები - „ღმერთს“).
მართალია, ადამიანების უმრავლესობა საახალწლო ტრადიციებში რელიგიასთან კავშირს ვერ ხედავს, მაგრამ ბევრი ასეთი ტრადიცია იგივე კანონებს ეფუძნება, რასაც რელიგიური რიტუალები. დღესასწაულის თემა, როგორც მომენტის, როდესაც შეიძლება ყველაფრის თავიდან და უკეთ დაწყება, ბევრ აღმსარებლობასა და კულტურაში ჩდნებოდა კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ჩვენ ლამაზ ტანსაცმელში გამოვეწყობით ხოლმე, შამპანიურს ვსვამთ და საკუთარ თავს პირობას ვაძლევთ, რომ ახალი წლიდან აუცილებლად ვივლით სპორტულ დარბაზში - ეს შეიძლება ცოტა სულელურად ჩანდეს, მაგრამ ყველა ასეთ აქტს ბევრი რამ აქვს საერთო რელიგიურ რიტუალებთან.
მაგალითად, შუაღამის აკვიატება. „“მაგიური მომენტის“ მოლოდინი - ეს ნამდვილი რელიგიური აქტია“ ამბობს დონიჯერი, „ის, რაც ხდება მაშინ, როდესაც საათი 12-ს ჩამოკრავს, ყოველთვის გულისხმობს მაგიის ელემენტს“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან იმას, თუ როგორ ხდება 12 , მართლაც ელოდებიან სასწაულის ან მაგიური ფოკუსის დანახვას. თუმცა იმის რწმენა, რომ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მოხდება - მაგალითად, ის რომ მე აუცილებლად ვივლი ახალ წელს სპორტულ დარბაზში - რაც დაგეხარებათ იმაში, რომ ცხოვრება შეცვალოთ, არსებითად, სასწაულის დაჯერებაა: ის გავს რწმენას, რომ მაგალითად კოსმიურ ცვლილებებს, როგორიცაა მზის ბრუნვის ციკლი, შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე.
დონიჯერმა ორი მაგალითი მოიყვანა ინდური კულტურიდან: პირველი, დივალი, ცეცხლის ფესტივალი, რომელიც დროსთან ერთად პან-ინდურ დღესასწაულად გადაიქცა, რომელსაც ბუდისტებიც და ქრისტიანებიც აღნიშანავენ, და მეორე, ჰოლი, ფერების ფესტივალი, რომლის დროსაც ადამიანები მღერიან, ცეკვავენ და ერთმანეთს სხვადასხვა ფერად მტვერს აყრიან ხოლმე. „ეს სინათლის და იმედის დღესასწაულებია, და გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ სწორედ ამაზე ვლაპარაკობთ“, მიხსნის ის.
მან ეს ორი ზეიმი კარნავალს შეადარა, დღესასწაულების სეზონს დიდი მარხვის წინ, რომელსაც უამრავ დიდწილად კათოლიკურ და მართლმადიდებლურ საზოგადოებებში აღნიშნავენ. კარნალავლის მასკარადების და აღლუმების კვირები ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების იტალიაში, რომლის საიდუმლობებსა და ინტრიგებზე წერდნენ ედგარ ალან პო, ალექსანდრე დიუმა, სტენდალი და სხვები. დღეს ფართომასშტაბიანი დღესასწაულები ტარდება მთელ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და სხვა რეგიონებში. ამ დღესასწაულების არსი საკუთარი სისუსტეების და უსაქციელობის წახალისხებაშია, და მის ატრიბუტებად იქცა ელვარე კოსტიუმები, ხმამაღალი მუსიკა და უხვი სუფრები - ეს ყველაფერი ძალიან გავს ელვარე ტანისამოსს და ახალი წლის საცეკვაო საღამოებს. „მასკარადის იდეა, იმის იდეა, რომ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ვიღაც სხვა, აბსოლუტურად სხვა ადამიანი, ასევე უშაულო კავშირშია მაგიასთან“, გვიხნის დინიჯერი.
„ახალი დასაწყისის“ იდეა, დამახასიათებელი ახალი წლის აღნიშვნისათვის, ასევე ეხმიანება თეოლოგიურ ტექსტებს. კარნავალის ვაქხანალიას დიდი მარხვა მოსდევს, რომლის არსიც მსგავს სიამოვნებებზე უარის თქმაა. განწმენდის ამ პროცესში ჩვენ სიმბოლურად ვიმეორებთ იესო ქრისტეს უდაბნოში ყოფნის პერიოდს, ეს დრო ქრისტიანებს აღდგომის პერიოდში ხელახალი დაბადებისთვის ამზადებს. რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულის არსი ცოდვის და მონანიების ცნების ირგვლივ ტრიალებს: იესო კვდება ჯვარზე იმისთვის, რომ სამ დღეში აღდგეს, რითაც ადამიანებს მათი ცოდვების პატიების შესაძლებლობას აძლევს.
იუდაზიმში ასევე არის დღესასწაული, რომელიც ახალი წლის დაწყებას და გარდაქმნის პირობას ეძღვნება. როშ ჰაშანას ებრაული კალენდრის მიხედვით შემოდგომის დასაწყისში აღნიშნავენ, ამ შემთხვევაში მთელი ყურადღება ერთი ციკლის დასრულებისა და მეორეს დაწყებისკენაა მიმართული. ეს ზეიმი იმ პერიოდის დაწყების ნიშანია, რომელსაც ჟრჟოლის დღეებს ეძახიან. ამ დროს ებრაელებმა უნდა გაანალიზონ თავიანთი წინა წლის ცხოვრება, რათა მოემზადონ სიცოცხლის წიგნში მოსახვედრად. ამ ათდღიანი პერიოდის დასრულების შემდეგ ებრაელები პატიებას სთხოვენ სხვა ადმიანებს და ღმერთს იმის იმედით, რომ ახალ წელს ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ.
ის ტრადიციებიც კი, რომელიც ერთი შეხედვით აბსოლუტურად სეკულარულია - მაგალითად, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე ბარში სტუმრობა ჯაჭვურად - ასევე რელიგიური რიტუალების ნიშნებს ატარებს. „ისიც კი, რომ თქვენ სვამთ ახალი წლის ღამით, ასევე რელიგიის გამოძახილია“ , ამბობს დონიჯერი. „ქრისტიანობაში ეს არ არის, თუმცა ბევრ რელიგიაში ადამიანები სვამენ ალკოჰოლურ სასმელს რელიგიური რიტუალების დროს. ხშირად ნარკოტიკსაც იღებენ: ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღება ბევრი რელიგიური რიტუალის ნაწილია“.
მაგრამ, თუკი ახალი წლის დადგომამდე თქვენ საკუთარი ლუდის კათხის ფსკერზე ღმერთს ვერ აღმოაჩენთ, გული არ გაიტეხოთ. „ბევრ ადამიანს უბრალოდ უყვარს გონების დაკარგვამდე სმა“, - დასძენს დონიჯერი.