დუბაის საახალწლო ფეიერვერკი რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი ფეიერვერკი. აღსანიშნავია, რომ დუბაის ფეიერვერკამდე რეკორდულად ქუვეითის 2012 წლის საახალწლო ფეიერვერკი ითვლებოდა.
აღსანიშნავია, რომ დუბაის ფეიერვერკმა 6 წუთი გასტანა.
ფეიერვერკების გაშვება 100 კომპიუტერის საშუალებით განხორციელდა.
პიროტექნიკოსებმა ქალაქის ცენტრში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე მათალი შენობის - ბურჯ ხალიფას, ირგვლივ 500 ათასამდე ფეიერვერკი გაუშვეს, რომელიც 6 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.
ფეიერვერკი ქალაქის 400 მოედანზე მოეწყო.