არსებობს ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ვინც თანხას იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს და ეს ყველაფერი გარედან მართული იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან.
დეპუტატი გამოეხმაურა დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
„რამდენიმე დღის წინ ე.წ. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ჩვენს [„ქართული ოცნების“] საპატიო თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. ამას პირდაპირ აჰყვა კაპიტანი გიგაური, თავის ორგანიზაციასთან - TI-თან ერთად და ტანდემში ცდილობდნენ ცირკის მოწყობას როგორც ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ. ორივე ამ ორგანიზაციას აფინანსებს NED-ი და შესაბამისად, არსებობს ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ვინც თანხას იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს და ეს ყველაფერი გარედან მართული იყო“, - აღნიშნა გორდულაძემ.