ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ვერ გაექცევიან იმ სასამართლო პროცესს, რომელიც საჯარო იქნება და არჩევნების შემდეგ ჩატარდება. იქ ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რაც მათ ძალიან ანერვიულებთ

„ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას ვერ მოატყუებს და ვერ მიიწერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიღწეულ შედეგებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე იქნა მიღწეული.

„სტრასბურგის სასამართლოც და ჰააგას სასამართლოც ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მოგებული. რუსეთს ორივე სასამართლოში დაერქვა ოკუპანტი და ამით ჩვენ გამოვრიცხეთ ყველანაირი რისკი იმისა, რომ ჩვენს სამხედროებს დაჰბრალებოდა ან ადამიანის უფლებების დარღვევა ან ომის დანაშაულების ჩადენა.

ვერ გაექცევიან იმ სასამართლო პროცესს, რომელიც საჯარო იქნება და არჩევნების შემდეგ ჩატარდება. იქ ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა, რაც მათ ძალიან ანერვიულებთ. მათ იციან ქვეყნის წინაშე ღალატი რომ აქვთ ჩადენილი. ორი მთავარი დოკუმენტია, ერთზე ხელი მოაწერეს, მეორეზე თანხმობა განაცხადეს.“ – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.