დღეს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელის და ლიდერის გია ჭანტურიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალრუ ქსელში წერს.
„დღევანდელ დღეს, ფერიცვალებას, 65 წლის წინ დაიბადა გია ჭანტურია. გიასნაირმა კაცებმა განაპირობეს ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი ფერის ცვალება! ბევრი თავგადასავალი გადაგვხდა ერთად! ძალიან მაგარი ბიჭი იყო, ძალიან! ღმერთს მადლობა, რომ მასთან მეგობრობა მარგუნა!
შეგეწიოს უფალი გია!“, - წერს გოგა ხაინდრავა.
https://x.com/KhaindravaGoga/status/1825446366765551652?t=tRgvYc2ok78zuEYDJeQH3A&s=08