იტალიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია „რაის“ ჟურნალისტები სტეფანია ბატისტინი და სიმონე ტრაინი, რომლებიც კურსკში უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სამშობლოში დააბრუნეს. „რაის“ დირექტორის, განცხადებით, ჟურნალისტების გაწვევა მათივე უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
მანამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მუხლით აღძრა. მათ უკრაინელების მიერ დაკავებულ ქალაქ სუჯაში ექსკლუზიური რეპორტაჟი მოამზადეს, რასაც მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა.
მომხდარის გამო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს.