მათი დანაშაული და ღალატი ზედაპირზეა, - განაცხადა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე საუბრისას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.
„ნაცვლად იმისა, რომ ქართულ მხარეს წერილობით მიემართა რუსეთის ფედერაციისათვის და გაეროსათვის, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტი აღარ არის უფლებამოსილი შეასრულოს თავისი მოვალეობა ქართულ ტერიტორიაზე და გაეყვანათ ეს კონტინგენტი, სამხედრო ოპერაციისას ფაქტობრივად, თავს დაესხნენ ამ კონტინგენტსაც მათ შორის. ამით რუსეთის ფედერაციას ხელი გაეხსნა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რომ შემოჭრილიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ამის შემდგომ მათ გადამალეს ნივთმტკიცებულებები. რუსული საქმე თუ ვინმემ აკეთა, მათ აკეთეს ყველა მიმართულებით. საზოგადოებამ კარგად უწყის უკვე და მომავალში სამართლებრივ პლატფორმაზე და ჭრილშიც ამას ჩვენ გამოვააშკარავებთ”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.