ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი

NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი, - ამგვარად აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო NED-ის საქმიანობას.

ჩინეთის საგარეო უწყების ვრცელ ანალიზში ასევე, აღნიშნულია, რომ ცივი ომის პირველ დღეებში CIA მხარს უჭერდა ოპოზიციის საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში „კერძო მოხალისე ორგანიზაციების“ მეშვეობით, „მშვიდობიანი ევოლუციის“ ხელშეწყობის მიზნით.

„NED-ი არის ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი. ცივი ომის პირველ დღეებში CIA მხარს უჭერდა ოპოზიციის საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში „კერძო მოხალისე ორგანიზაციების“ მეშვეობით, „მშვიდობიანი ევოლუციის“ ხელშეწყობის მიზნით. მას შემდეგ, რაც 1960-იანი წლების შუა პერიოდში გამოაშკარავდა ასეთი აქტივობები, აშშ-ს მთავრობამ დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განხილვა მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად.

სწორედ აქ გაჩნდა მსგავსი ორგანიზაციის შექმნის იდეა. როგორც ამერიკელი მეცნიერი უილიამ ბლუმი წერდა, „იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ NED-ი გარკვეულწილად ღიად გააკეთებდა იმას, რასაც CIA ფარულად აკეთებდა ათწლეულების განმავლობაში და ამით გააქარწყლებდა სტიგმას, რომელიც დაკავშირებულია CIA-ს ფარულ საქმიანობასთან“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.