ლოგიკურად უფრო ტოტალიტარიზმის ფესტივალი უნდა დაარქვან. საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია - ისინი აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ „დემოკრატიულ ფესტივალზე“ საუბრისას.
„თითქოსდა „დემოკრატიული ფესტივალია“, სადაც ვეღარ მოითმინეს და გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ბანერები „თავისუფლება მიშას“ და ასე შემდეგ. ლოგიკურად უფრო ტოტალიტარიზმის ფესტივალი უნდა დაარქვან. საზოგადოებისთვის ცხადია, რომ ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანია - ისინი პროპაგანდა-აგიტაციას ეწეოდნენ. ძალიან გულდასაწყვეტია, ის, რომ ამაში ჩართული არიან „ენჯეოები“, დანიის სახელმწიფო ფულით ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება. სამწუხაროდ, დანიის საელჩოს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ე.წ. დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით არა ერთი შეკითხვის მიუხედავად, დანიის საელჩომ„ქრონიკის“ არ უპასუხა. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მსგავსად, გადაგვამისამართა ორგანიზაციასთან, რომელიც აფინანსებს ღონისძიებას, სადაც ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიმბოლიკა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერი იყო გამოფენილი.