ABC News: ტიმ უოლცი გამოკითხვაში ჯეიმს დევიდ ვენსს უსწრებს

ABC News: ტიმ უოლცი გამოკითხვაში ჯეიმს დევიდ ვენსს უსწრებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან ტიმ უოლცი საზოგადოებაში მეტი სიმპათიით სარგებლობს, ვიდრე მისი კონკურენტი „რესპუბლიკური“ პარტიიდან ჯეიმს დევიდ ვენსი. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ABC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ამომრჩევლები უოლცს უფრო დადებითად ახასიათებენ, ვიდრე უარყოფითად. აგრეთვე უფრო მეტი ადამიანი ემხრობა მის დასახელებას ვიცე-პრეზიდენტად, ვიდრე ვენსის.

გამოკითხვაში მონაწილეთა 39% უოლცს დადებითად ახასიათებს, ხოლო 30% - უარყოფითად. მაშინ როცა ვენსს 32% ახასიათებს დადებითად, და 42% - უარყოფითად.

ამომრჩეველთა 52% აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის გადაწყვეტილებას უოლცის ვიცე-პრეზიდენტად დასახელების შესახებ იწონებს, ხოლო 45% ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ვენსის ვიცე-პრეზიდენტად წარდგენას ემხრობა.

ამასთან ერთად, 44% უოლცის ნომინირებას მხარს არ უჭერს, ხოლო 50% - ვენსის წარდგენას.