სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ გვსურს, რომ ამ პრემიის დაწესებით, ლადო ასათიანის სახელი იყოს კიდევ მეტად უკვდავყოფილი და ახალგაზრდა პოეტებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ჩვენთვის ძვირფასია მათი შემოქმედება

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ გვსურს, რომ ამ პრემიის დაწესებით, ლადო ასათიანის სახელი იყოს კიდევ მეტად უკვდავყოფილი და ახალგაზრდა პოეტებს ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ჩვენთვის ძვირფასია მათი შემოქმედება

ლადო ასათიანის პრემია წესდება ახალგაზრდა პოეტებისათვის, ჩვენი ახალგაზრდობის და ხელოვნების ხელშეწყობისათვის, - განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა სვიმონ ჯანგულაშვილმა საზოგადოება „ქართულის“ მიერ ლადო ასათიანის პრემიის დაწესების შესახებ.

„ლადო ასათიანის პრემია წესდება ახალგაზრდა პოეტებისათვის, ჩვენი ახალგაზრდობის და ხელოვნების ხელშეწყობისათვის. ძალიან სიმბოლური და სწორია, რომ შეირჩა ლადო ასათიანის სახელი - ვიცით, რომ ის მეტად ახალგაზრდა, 26 წლის გარდაიცვალა ტუბერკულოზის გამო, რომელსაც მაშინ ვერ შველოდნენ. ეს დაავადება გამოიწვია იმ გაჭირვებულმა და მძიმე 1920-1930-1940-იანმა წლებმა, რომელშიც უწევდა ცხოვრება ამ დიდ, გამორჩეულ და ბრწყინვალე ხელოვანს.

ჩვენ გვსურს, რომ ამ პრემიის დაწესებით ერთი მხრივ, ლადო ასათიანის სახელი იყოს კიდევ მეტად უკვდავყოფილი და მეორე მხრივ ახალგაზრდა პოეტებს ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ფასდება მათი შემოქმედება, ჩვენთვის ძვირფასია მათი შემოქმედება, საზოგადოება მათ გვერდით დგას და ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება“, - აღნიშნა სვიმონ ჯანგულაშვილმა.

საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა.