ჯონდი ბაღათურია: დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურები იყვნენ, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ვაჭრობდნენ ჩვენს ზურგს უკან სააკაშვილთან სხვადასხვა საკითხზე, მანდატების დამატებაზე

ჯონდი ბაღათურია: დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურები იყვნენ, მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ვაჭრობდნენ ჩვენს ზურგს უკან სააკაშვილთან სხვადასხვა საკითხზე, მანდატების დამატებაზე

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია იხსენებს, როგორ ასრულებდა „ნაციონალური მოძრაობის“ საქმეს დავით გამყრელიძე, რომელიც ამჟამად „ლელოს“ საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. კერძოდ, ბაღათურია 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მაშინ დავით გამყრელიძე და სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხზე ვაჭრობდნენ.

„ქართული დასის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ იმ დროს დაპირისპირება არა მასა და დავით გამყრელიძეს, არამედ პარლამენტში შესვლის და არშესვლის მომხრეთა შორის იყო.

„დათო [გამყრელიძე] და სალომე [ზურაბიშვილი] ძალიან აქტიურები იყვნენ და ამას ძალიან იდეოლოგიურად წარმოაჩენდნენ - რომ პატრიოტული იყო, თუ არ შევიდოდით და არაპატრიოტული იყო, თუ შევიდოდით. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე, ვაჭრობდნენ ჩვენს ზურგს უკან სააკაშვილთან ანუ მაშინდელ ხელისუფლებასთან სხვადასხვა საკითხზე, მანდატების დამატებაზე და შუამავალი იყო ამერიკის მაშინდელი ელჩი ჯონ ტეფტი. მე წინააღმდეგი კი არ ვიყავი მათთვის მანდატების დამატების, რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. მაგრამ ასე წარმოჩენა, რომ თუ მათ მანდატებს დაუმატებდნენ და რაღაც მერკანტილურ ინტერესებს დაუკმაყოფილებდნენ, მაშინ შესვლა პატრიოტული იყო, თუ არა და - არაპატრიოტული, ეს იყო არასწორი და ამან რა თქმა უნდა, გაამწვავა ჩვენს შორის ურთიერთობები და გამოიწვია ის დაპირისპირება, რაც სახეზე იყო მაშინ.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია ამ ნომერს ახლაც გაიმეორებს, იქნება ისტერიკა პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით და კულისებში იქნება ვაჭრობა დაფინანსებაზე, მანდატების დამატებაზე, ბიზნესების გადანაწილებაზე და ათას სხვა რაღაცაზე“, - განაცხადა „ქართული დასის“ ლიდერმა.

მერაბ.g გამყრელიძე დაბადებიდან ორპირი, სარგებლისათვის ყველაფრის მკადრებელი და მორალატეა! ახლაც თაღლითებს მიეკედლა, რომ რარაც სარგებელი ნახოს! არა მარტო 2008 წელს, ის 2003 წლის ნოემბერშიც სეეკრა სააკაშვილს, არ მივიდა პარლამენტში, ქვორუმი არშედგა, პარლამენტმა ტავისი უფლებამოსილება ვერ ცნო, ამასობაში სააკაშვილის ხროვა შეიჭრა პარლამენტში და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, რაშიც სააკაშვილი თავის მხრივ რუსთან იყო შეკრული ... მეორე დილით რუსთა მინისტრი ივანოვი ჩამოფრინდა და გააპრავა "ვარდების რევოლუცია" ... ანუ 2003-12 წლების ქვეყნის უბედურების ერთ-ერთი მთავარი "შემოქმედი" გამყრელიძეცაა!
2 თვის უკან
Gami ეს სირისტიანი გამყრელიძე კიდევ გამოჩნდა? პრეზიდენტის არჩვნებზე 0 ხმა რომ მიიღო და პოლიტიკიდან წავედიო.. მოშივდა და მიეკედლა მეპროცენტეს. კაციტაძე, მ.ნაჭყებია, ნაფტალი ფიქრია ჩიხრაძე უკან არ მოყვნენ? სწორი იყო ბიძინა -- შუა უნდა გაიკრიფოსო თუ გაიკრიჭოსო. მალე ბურჟანაძეც გამომოჩნდება ანზორიკოსთან ერთად. ეგეც ხომ " შუაა"!
2 თვის უკან