კონსტიტუციაში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ პარლამენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, პროპორციული წესით, პარტიული სიების შედგენის მეთოდით და არა აბსოლუტურად არალეგიტიმური ე.წ. დელეგატების მეშვეობით

კონსტიტუციაში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ პარლამენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, პროპორციული წესით, პარტიული სიების შედგენის მეთოდით და არა აბსოლუტურად არალეგიტიმური ე.წ. დელეგატების მეშვეობით

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, „ქართული ოცნების" მიერ 22 რეგიონში წარდგენილ კანდიდატ-დელეგატებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„კონსტიტუციაში პირდაპირ დაფიქსირებულია, რომ საქართველოს პარლამენტი ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, პროპორციული წესით, პარტიული სიების შედგენის მეთოდით და არა აბსოლუტურად არალეგიტიმური და არასწორი ე.წ. დელეგატების მეშვეობით, რომლებიც არიან მაჟორიტარული სისტემის გადმონაშთი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში იყენებდა ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა ბარამიძემ.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც არჩევნებში წარსადგენი პარტიის დელეგატები დაასახელა.