Global Finance-მა საქართველოს ბანკის  მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ  დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკის  მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ  დაასახელა

საქართველოს ბანკის მობილბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიხედვით, იგი საუკეთესო მობილბანკია საქართველოში.  აღნიშნული აღიარება ფინანსურმა ინსტიტუტმა Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების ფარგლებში მიიღო, რომელიც უკვე 25 წელია, ფინანსურ ინსტიტუტებს დიჯიტალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის გამოარჩევს. დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულად ჯამში 45 კატეგორიაში დასახელდა.

“საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ავითარებს სუპერ-აპს - მობილბანკს, რომელიც საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტებითა და სერვისებით მომხმარებელთა ყოველდღიურობას უკეთესობისკენ ცვლის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მივიღეთ Global Finance-ის  ჯილდო, რაც ადასტურებს საქართველოს ბანკის გუნდის ძალისხმევას, იზრუნოს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულებაზე და მათ მრავალფეროვნებაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქვეყანაში საუკეთესო მობილბანკით ყოველთვიურად 1 500 000-მდე მომხმარებელს ვემსახურებით, აპლიკაცია კი ტრადიციული საბანკო სერვისების მიწოდების გარდა, ადამიანებს საკუთარი ინტერესების, ცხოვრების სტილისა და მისწრაფებების გამოხატვაში ისეთი არასაბანკო პროდუქტებითაც ეხმარება, როგორებიცაა ციფრული სასაჩუქრე ბარათები, ინვესტიციების მოდული, სადაც აქციებით ვაჭრობაა შესაძლებელი, მანქანის სივრცე, სამოგზაურო თუ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული ყოველდღიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან, აპლიკაციაში ჩაშენებული ჩატი და სხვა. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მობილბანკის განვითარებას და მადლობას ვუხდით გუნდის წევრებსა და მომხმარებლებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმების განვითარებაში“, - აცხადებს ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის, Global Finance მსოფლიოში აღიარებული გამოცემაა, რომელიც 193 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს სანდო ფინანსურ ინფორმაციას აწვდის. იგი რეგულარულად არჩევს ბანკებსა და ფინანსური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს და მათ გამორჩეული პერფორმანსისთვის აჯილდოებს.

ქვეყანაში საუკეთესო მობილბანკის გამოსავლენად, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის  მიმართულებით გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ -Infosys -მა და მისმა მსოფლიო დონის ჟიურიმ ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის მომსახურების გაწევის სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებელთა მხრიდან ციფრული შეთავაზებების გამოყენების მაჩვენებელი და ამ შეთავაზებების მრავალფეროვნება, მომხმარებლის ზრდა და კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, აპლიკაციის დიზაინი, ფუნქციურობა და სხვა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა შეადგინეს.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა. ის 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.