პსჟ შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს

პსჟ შესაძლოა რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს

„პარი სენ-ჟერმენი“ შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს.

როგორც ფრანგული მედია წერს, პარიზელებს სახელფასო ბიუჯეტის გამოთავისუფლება სურთ, რის გამოც რამდენიმე მოთამაშის გაყიდვაზე მუშაობენ. პსჟ-ს დატოვების მთავარი კანდიდატები კი, მილან შკრინიარი, ნორდი მუკიელე, მანუელ უგარტე, დანილუ პერეირა და კარლოს სოლერი არიან.

როგორც ცნობილი გახდა, ეს ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედიან და თუ კლუბი სასურველ შეთავაზებას მიიღებს, მათ გაასხვისებს.