საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პრეოქტს დაფინანსება შეუჩერა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.
"ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID -ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. ევროსაბჭოს არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება", - აცხადებენ საკონსტიტუციოში სასამართლოში.