Bloomberg: კამალა ჰარისმა ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, რათა „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

Bloomberg: კამალა ჰარისმა ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, რათა „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული“ პარტიის არჩევნებზე დელეგატების ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, რათა ის ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

ივარაუდება, რომ 59 წლის ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ჩიკაგოში თვის ბოლოს დასახელდება.

გამოცემის მტკიცებით, ჰარისი არის პირველი ფერადკანიანი აზიური წარმომავლობის ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძოლებს.

ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 21 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.