არჩილ გორდულაძე: ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ის არის ქვეყანაში კეთილდღეობის მთავარი გარანტი

არჩილ გორდულაძე: ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ის არის ქვეყანაში კეთილდღეობის მთავარი გარანტი

ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არის კეთილდღეობის და სწორად განვითარების მთავარი გარანტი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა სუს-ის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუკვირდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მზადდებოდა მკვლელობის მომზადების საქმე ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე - ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანაში არის კეთილდღეობის და სწორად განვითარების მთავარი გარანტი. რაც მთავარია, ჩვენი უსაფრთხოების და მშვიდობის მთავარი გარანტი. არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც მიზნად ისახავენ ქვეყანაზე ორიენტირებულ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნან. არაერთი გვახსენდება, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ჩვენს რეგიონში მომხდარი ფაქტები“, - აღნიშნა გორდულაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.