გავიგე, რომ ამაღამ ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„გავიგე, რომ ამაღამ ირანი ისრაელზე თავდასხმას განახორციელებს. მათ თავს დღეს დაესხმებიან. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, სიტყვა თავდასხმასაც კი ვერავინ იტყოდა და ეს არ განხორციელდებოდა“, - აღნიშნა ტრამპმა.
მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.
ირანმა ისრაელს მესიჯი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მეშვეობით გადასცა, რომელმაც პირდაპირ დაურეკა ისრაელ კაცს და განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან.