ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა ისრაელის დასჯა შემდგომი არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად.
„ირანი ცდილობს რეგიონში სტაბილურობის დამყარებას, მაგრამ ეს მხოლოდ აგრესორის დასჯისა და სიონისტური რეჟიმის ავანტიურიზმის შეკავებით მოხდება“, - აღნიშნა ნასერ ქანაანიმ და დასძინა, რომ თეირანის მხრიდან საპასუხო ქმედება გარდაუვალია.
ირანის საგარეო უწყების სპიკერმა შეერთებულ შტატებს ასევე მოუწოდა, შეწყვიტოს ისრაელის მხარდაჭერა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება.