რას ნიშნავს Fiat ვალუტა

რას ნიშნავს Fiat ვალუტა

Fiat ვალუტა (Fiat Currency) ეს არის ტერმინი, რომელიც ხშირად ისმის ეკონომიკურ დისკუსიებში. თუ რას წარმოადგენს Fiat ვალუტა და რა ღირებულებას ფლობს ის თანამედროვე სამყაროში, სტატიიდან შეიტყობ.

შესაძლოა ეს ტერმინი აქამდე არ გსმენია, თუმცა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Fiat ვალუტას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე გლობალური ეკონომიკების ფუნქციონირებისთვის.

რა არის Fiat ვალუტა?

ტრადიციული, სასაქონლო ვალუტებისგან განსხვავებით, რომელსაც მხარს უჭერს ფიზიკური სიკეთე, როგორიცაა ოქრო ან ვერცხლი, ფიატის ვალუტა თავის ღირებულებას  სამთავრობო რეგულაციებიდან გამომდინარე იღებს. ეს ნიშნავს რომ Fiat ვალუტას არ აქვს თანდაყოლილი ფიზიკური ღირებულება.

რომელი ვალუტები მიეკუთვნება ფიატ ვალუტას?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Fiat-ის ვალუტა არის მთავრობის მიერ გამოშვებული ფული, მხარდაჭერილი არა რაიმე ფიზიკური ღირებულებით, არამედ მთავრობის მიერ, რომელმაც ის გამოუშვა.

დღესდღეობით, მსოფლიო ქაღალდის ფულების უმეტესობა, მათ შორის, აშშ დოლარი, ევრო და იაპონური იენი, ამ კატეგორიას მიეკუთვნება. ტერმინი "ფიატი" მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან - "დაე მოხდეს", რაც ნიშნავს ფულის ღირებულებას მთავრობის დადგენილებით.

Fiat ვალუტის უპირატესობები

Fiat ვალუტას არაერთი უპირატესობა აქვს:

       მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით, უზრუნველყოფს მთავრობების უფრო მეტ კონტროლს ეკონომიკაზე.ცენტრალურ ბანკებს შეუძლიათ მართონ ინფლაცია, გააკონტროლონ დასაქმების მაჩვენებლები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას.

       წარმოადგენს ფულის მიწოდების უფრო მოქნილ საშუალებას, რომელიც ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს. ეს ელასტიკურობა ხელს უწყობს დეფლაციის თავიდან აცილებას და ვარდნის დროს შეუძლია ეკონომიკური აქტივობის სტიმულირება..

რა გამოწვევების წინაშეა Fiat ვალუტა

მიუხედავად მისი უპირატესობებისა, ფიატის ვალუტას ნაკლოვანებებიც გააჩნია.

       ამ ტიპის ვალუტის კურსისთვის ინფლაცია მნიშვნელოვანი რისკია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ფულს ჭარბი რაოდენობით ბეჭდავს.

       ჰიპერინფლაციამ შეიძლება გაანადგუროს დანაზოგები და დესტაბილიზაცია მოახდინოს ეკონომიკაში, როგორც, ეს ისტორიულად, ზიმბაბვესა და ვენესუელაში მოხდა.

გარდა ამისა, ფიატის ფული დიდწილად,  გამომცემი მთავრობის სტაბილურობასა და კომპეტენციას ეყრდნობა.

რა მომავალი აქვს Fiat ვალუტას

ციფრული ვალუტებისა და კრიპტოვალუტების გამოჩენა, ფიატ ვალუტებისთვის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები გვთავაზობენ დეცენტრალიზებულ ალტერნატივებს, დღეს ფიატის ვალუტები მათი დამკვიდრებული ნდობისა და ფართო მიღების გამო, დომინანტური რჩება.

დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფიატის ვალუტა გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე ეკონომიკურ ლანდშაფტში, თუმცა, ფულის მიწოდებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას შორის იდეალური ბალანსის შენარჩუნება უწყვეტ გამოწვევად რჩება.