ირაკლი ღარიბაშვილი მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და საექსპოზიციო ფონდებს ესტუმრა. როგორც მან აღნიშნა, სვანეთს საქართველოში ისტორიულად უდიდესი დანიშნულება ჰქონდა - ის ქვეყნის განძის მცველობის ფუნქციას ასრულებდა. "აქ ინახება ქართული საგანძურის დიდი ნაწილი - აქ არის დაცული 600-ზე მეტი ჯვარ-ხატი, უნიკალური ფრესკები, რომლებსაც სვანები დიდი პატივით ინახავენ და უფრთხილდებიან,"-განაცხადა პრემიერმა.