როგორც ჩანს, "ბენიფერს" სამუდამოდ ერთად ყოფნა არ უწერია.
ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის სასიყვარულო ისტორია 2002 წელს დაიწყო, 2004 წელს დასრულდა, 2021 წელს განახლდა და, როგორც ჩანს, ახლაც დასასრულისკენ მიდის.
წყვილის მიერ ქორწინებისას ნაყიდი საერთო სახლი გასაყიდადაა გამოტანილი, აფლეკმა კი ახლახან მარტომ შეიძინა სახლი ლოს-ანჯელესში. მისი ახალი უძრავი ქონება $20,5 მილიონადაა შეფასებული და ხუთი საძინებელი ოთახი და ექვსი აბაზანა აქვს.
სახლის შეძენამდე აფლეკი ლოს-ანჯელესში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. წლის დასაწყისში მსახიობი დასავლეთ სანაპიროზე ფილმს The Accountant 2 იღებდა, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგად ლოს-ანჯელესში დარჩა. რაც შეეხება ჯენიფერ ლოპესს, მანმარტომ იმოგზაურა იტალიაში, დანარჩენი ზაფხული კი ქმრისგან მოშორებით, ნიუ-იორკში გაატარა.
აღსანიშნავია, რომ ახლახანს იყო ჯეი-ლოს 55-ე დაბადების დღე, სადაც აფლეკი არ გამოჩენილა. წყვილმა ქორწინების მეორე წლისთავიც ცალ-ცალკე გაატარა.