AMC-მ სან-დიეგოს ComicCon-ზე „მოსიარულე მკვდრების“ ორი სპინოფის „დერილ დიქსონის“ და „მკვდარი ქალაქის“ მეორე სეზონების თრეილერები აჩვენა.
ვიდეოები სერიალებში მთავარი როლების შემსრულებლებმა - ნორმან რიდუსმა, მელისა მაკბრაიდმა, ჯეფრი დინ მორგანმა და ლორენ კოენმა წარადგინეს.
„დერილ დიქსონი: კეროლის წიგნი“ ეკრანებზე 29 სექტემბერს გამოვა, „მკვდარი ქალაქის“ მეორე სეზონს კი მაყურებელი უკვე 2025 წელს ნახავს.