დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში სკვერი ეწყობა

დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში სკვერი ეწყობა

დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის 23-ე ა და ბ კორპუსების მიმდებარედ არსებულ მოსასვენებელ სივრცეში სამუშაოებიმიმდინარეობს. 

დამატებით ეწყობა სასეირნო ბილიკები, განათების ბოძები, საბავშვო სივრცეში კეთდება კაუჩუკის საფარი, ასევე დაიდგმება საპარკე სკამები და ურნები. აღნიშნულ ტერიტორიაზე უსახური ავტოფარეხები იყო. დემონტაჟის შემდგომ კი მოსახლეობის მოთხოვნით მოსასვენებელი სივრცე მოეწყო.

მოსასვენებელ სივრცეში მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 80 000 ლარით ფინანსდება.