გიორგი გამსახურდია: მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი გახარიას და მის ხროვას სახელმწიფოსთვის არ მოუტანია - ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ, რაც კიდევ ხალხმა ბოლომდე არ იცის

გიორგი გამსახურდია: მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი გახარიას და მის ხროვას სახელმწიფოსთვის არ მოუტანია - ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ, რაც კიდევ ხალხმა ბოლომდე არ იცის

მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი გახარიას და მის ხროვას სახელმწიფოსთვის არ მოუტანია - ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ, რაც კიდევ ხალხმა ბოლომდე არ იცის, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

მას აინტერესებს, რატომ არიდებს გიორგი გახარია თავს 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს.

“ისევ დავუბრუნდეთ გახარიას თემას, მოსვლის დღიდან შარი და უბედურების მეტი, მას და მის ხროვას სახელმწიფოზე არ მოუტანია. ბასიანი, პანკისი, 20 ივნისი და უამრავი რამ, რაც კიდევ ხალხმა ბოლომდე არ იცის. რატომ არიდებს თავს 20 ივნისთან დაკავშირებულ კითხვებს? თქვას და გამოვიდეს, რატომ დათხარა ხალხს თვალები და რატომ დაძაბა საერთოდ სიტუაცია? შსს მაშინ, მისი და მისი ერთ-ერთი ხლისტის მიერ იმართებოდა, ყველა ბერკეტი მათ ხელში იყო, გამოვიდეს და გასცეს ხალხს პასუხი... ნაცებიც არ იკლავენ თავს გახარიას ამ ფაქტზე და სხვა თემებზე პასუხი რომ მოსთხოვონ, ნეტავ რატომ? გასაგებია ყველასათვის ყველაფერი მაგრამ, სად არიან? ნათია ლეთოდიანი, ნინო წილოსანს რომ ეკვეთა, ათასი სიბინძურე რომ აკადრა (პირველ რიგში თავის თავს აკადრა), გახარიას რატომ არ სთხოვს პასუხს, ნაომარ მამაჩემს, თვალდაკარგულ მამას, მეორე თვალზე რა უქენიო? ეს არის ორმაგი სტანდარტი და სირაქლემის პოზიცია, სხვა არაფერი, ამ კოლექტიური ნაცმოძის მხრიდან. თავიანთ აგენტურას ბოლომდე ეფარებიან და უსწორებენ კუდებს“, - წერს გამსახურდია.

მერაბ.g ძალიან ძნელია, ილაპარაკო ამ არსებაზე, რომელის საკუთარ დედასთან ურთიერთობას პოლიციითა და სასამართლოთი აგვარებს! მეორე: ეს კარიერაზე ისეა გადარეული, ყველაფერზე წავა - რომ უთხრა შს მინისტრის მოადგილედ დაგნიშნავ და ჯაბა-კიტოვანი გააპრავეო, იქნება პირველი მათი მაქებარი და ზვიადის მაძაგებელი ....
გასაგებია, რომ გახარიას რეიტინგი ყელზე ადგას ქოცებს და ამას თუ ააკნავლებენ, ჰგონიათ ზვიადისტების ნაწილს მაინც მიიმხრობენ :)) არადა ზვიადისტებისთვის ეს არსება ერთი ღამის შეცდომაა და მეტი არაფერი! ან როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვან ტიპი, რომელიც ხან მამამისის მკვლელ შევარდნაძეს ემსახურებუდა, ხან სადისტ სააკაშვილს და ახლა შეკვეთით ბჟუტურებს ისეთზე, რის აზრზეც არაა!
3 თვის უკან