"ქართული ოპოზიცია კოლექტიურად ემალება არჩევნებს, ისინი არ ემზადებიან არჩევნებისათვის, ისინი ემზადებიან არჩევნების შედეგების არ ცნობისათვის, ისინი ქუჩაში გადაიტანენ პროცესებს და უნდობლობას გამოუცხადებენ ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ საარჩევნო ურნასთან გამოხატულ პოლიტიკურ განწყობას! - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, გამოყენებული იქნება ყველა მეთოდი, მათ შორის აკერმანის და მთავარი ნარატივი იქნება, რომ "არჩევნები გაყალბდა". თუმცა, როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას არაფერი გამოუვა, ვინაიდან ქართველი ხალხი პოლიტიკურად გონიერია.
"ქართული ოპოზიცია კოლექტიურად ემალება არჩევნებს, ისინი არ ემზადებიან არჩევნებისათვის, ისინი ემზადებიან არჩევნების შედეგების არ ცნობისათვის, ისინი ქუჩაში გადაიტანენ პროცესებს და უნდობლობას გამოუცხადებენ ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ საარჩევნო ურნასთან გამოხატულ პოლიტიკურ განწყობას!
ისინი არ აღიარებენ პოლიტიკურ "ფეილს" რომელსაც მიიღებენ და შეეცდებიან ფერადი რევოლუციური ხელწერით სიტუაციის არევას.
გამოყენებულ იქნება ყველა მეთოდი, აკერმანისეული თუ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 წლიანი ჯალათური გამოცდილების ხელწერის, მთავარი ნარატივი იქნება- "არჩევნები გაყალბდა"!
თანაც იმ მოტივით, რომ მათ ისევ წააგეს და არჩევნებში ვერ გაიმარჯვეს და პოლიტიკური "ფეილი" საბოლოოდ საშემოდგომო შედეგის სახით უსამართლოდ გამოჰყვათ.
არაფერი გამოვა, არც ფერადი და არც წითელი რევოლუციის იმედით, ქართველი ხალხი ყოველგვარი გადამზადების გარეშეც პოლიტიკურად გონიერია და პოლიტიკურ კის და არას საარჩევნო ურნასთან მშვიდობიან გარემოში აუცილებლად იტყვის." - წერს მეგრელიშვილი.