სალომე ზურაბიშვილი არის პერსონაჟი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად იქცა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იგი „ლელოსა“ და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის ფაქტს გამოეხმაურა.
„სალომე ზურაბიშვილი არის პერსონაჟი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტად იქცა და შესაბამისად, ცხადია, მათგან ჩვენ აღარაფერი გვიკვირს. მას საზოგადოების მიმართ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, საზოგადოების ნდობა არ აქვს. ეს ურეიტინგო ხალხი ერთმანეთთან ივლიან, რას იტყვიან, რას გააკეთებენ, არანაირი მნიშვნელობა შედეგზე ამას არ ექნება“, - განაცხადა იონათამიშვილმა.