გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე: მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი

გიორგი გამსახურდია გახარიას გუნდზე: მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი

გიორგი გამსახურდია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, პარტია ააქტიურებს „არჩევნების დაცვის ჯგუფს“, რომლის მიზანიც არჩევნებზე ხმათა გაყალბების ფაქტების გამოვლენა და მათი დაცვა იქნება.

როგორც გამსახურდია იხსენებს, არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით სწორედ ისინი [გახარიას გუნდი] იყვნენ განმსჭვალულნი.

მისივე თქმით, ალბათ ესეც გეგმის ნაწილი იყო გახარიასგან, რომ „ქართული ოცნების“, დისკრედიტაცია  მოეხდინა.

„გახარია და მისი დამქაშები, გაყალბებაზე რომ საუბრობენ ეგ ცალკე კლინიკაა. ერთ-ერთი მათი გუნდთან შეუთავსებლობა სწორედაც ეგ იყო, პირადად მახსოვს არჩევნებზე გაყალბების იდეებით და მსგავსი აზრებით რომ იყვნენ განმსჭვალულნი. რაზედაც, ყოველთვის ჩვენგან თავისთავად უარი იყო. ეგეც ალბათ გეგმის ნაწილი გახლდათ გახარიასგან, რომ ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური ძალის დისკრედიტაცია  მოეხდინა. საერთოდ ეს ადეიშვილის პროკურორი, რა სამართლიანობაზე საუბრობს ვერ გამიგია...“-წერს გიორგი გამსახურდია.

მერაბ.g შევარდნაძის დრო იყო, მ არჩვაძეს აქციების გამო პრობლენები ჰქონდა ხელისუფლებასთან - ეს გამსახურდია მთაწმინდის პოლიციაში მუშაობდა; შევესწარი პოლისიის ეზოში ვიღაც უცნობი როგორ მიმართავდა მას: "მამა მოგიკლეს, დედას გიტყ..ვენ და ამათ როგორ ემსახურებიო!" მერე სააკაშვილის პოლიციაშიც მუსაობდა; იქ სადაც მუშაობს შს მინისტრმა გახარიამ დანიშნა ... ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ეს იმათთანაც მიხოხდება და ივანიშვილის პირველი მაგინებელი იქნება!
3 თვის უკან