ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრისას ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტში, იქნებოდა ჩინური კომპანია, როცა სახელმწიფო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს

ხაზარაძე ანაკლიის პროექტზე საუბრისას ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტში, იქნებოდა ჩინური კომპანია, როცა სახელმწიფო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს

როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ანაკლიის პროექტზე, ამაყად აცხადებდა, რომ ერთ-ერთი, ვინც იქნებოდა ჩართული ანაკლიის პროექტის განხორციელებაში, იქნებოდა სწორედ ჩინური კომპანია; ჩვენს შემთხვევაში, საქართველო იტოვებს აქციების 51%-ს, არ შეიძლება, ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით გახვიდე ფონს, როდესაც გქვია პოლიტიკოსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თემაზე სპეკულაციები სამარცხვინოა.

„სამარცხვინოა ეს სპეკულაციები, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფომ ყველაფერზე იზრუნა, დაიტოვა წილის 51% იმისთვის, რომ სტრატეგიული მდგომარეობა ჰქონოდა ამ პროექტთან მიმართებით და აქაც ცდილობ სპეკულირებას, საზოგადოება ხომ ამ ყველაფერს ხედავს. ამიტომ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს ასეთი დაბალი რეიტინგი. ამიტომ აქვს იგივე „ლელოს" 4%-ზე ნაკლები რეიტინგი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მერაბ.g ხაზარაძე არის კომკავშირში გაზრდილი მევახშე, თაღლითი; დანარჩენი - ხალხი, ქვეყანა, ღირებულებები, ევროპა .... ეს ყველაფერი გზა მეტი ფულის მეტი ვახშით გასაპროცენტებლად, მეტის მოსატყუებლად და გადასაგდებად! თავს რომ იკლავს თაღლითი არა ვარო, ერთი ჰკითხეთ სადაა ის 17 მილიონი, რომელიც ჯაფარიძესტან ერთად მოქისტა ჭუტას დახმარებით? სადაა და მის ჯიბეში! თუ სესხი იყო, რატომ არ აბრუნებს?
3 თვის უკან