პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით დმიტრო კულებას განცხადებას - „უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“ - ეხმიანება და წერს, რომ ამ ინფორმაციამ უამრავი კითხვა წარმოშვა.
მისივე თქმით, საინტერესოა კულებას ზემოთხსენებულ განცხადებაზე რა კომენტარს გააკეთებენ რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ამ ინფორმაციამ უამრავი კითხვა წარმოშვა. რომელ რუსეთთან? ლიეტუვას პარლამენტის მიერ „ტერორისტ-სახელმწიფოდ„ ცნობილ რუსეთთან? რომლის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ძებნილია? ტერორისტი-სახელმწიფოს ძებნილ პრეზიდენტთან - „გონივრული“ და „კონსტრუქციული“ მოლაპარაკებები? ყოველივე ეს უკრაინის ხელისუფლებას ვინ ურჩია? ამერიკის სტრატეგიულმა მტერმა-ჩინეთმა? რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოსთვის მსგავსი „გონივრული“ და "კონსტრუქციული" მოლაპარაკებები რატომ იბლოკება? ეს ჩვენთვის "რუსული მოლაპარაკებები" იქნება? და უკრაინისთვის როგორი? "ევროკავშირული"? რა კომენტარებს აკეთებენ ჩვენი "ცვილის ფიგურები" და მათი ენჯეო-გენერატორები ყოველივე ამაზე? ამ ტექსტში "უკრაინის" მაგივრად "საქართველო" რომ ამოეკითხათ "ფაღარათი" დაეწყებოდათ, თუ საარჩევნო "პრორუსული" მეტამორფოზების ფონზე - "კუჭის შეკრულობა"?
უამრავ შეკითხვას შეგპირდით, მაგრამ სულ 12 გამომივიდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.