ავსტრალიაში, ზღვამ 23 წლის სერფერის, კაი მაკკენზის ფეხი გამორიყა, რომელსაც ცოტა ხნით ადრე, 3-მეტრიანი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაკკენზი, ნიუ საუს ველსში, მაკქუარის პორტის მახლობლად სერფინგით იყო დაკავებული, რა დროსაც მას ზვიგენი დაესხა თავს და ფეხი დაკარგა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სერფერმა სანაპიროზე გამოსვლა თვითონ შეძლო, სადაც მას პოლიციის ოფიცერი დაეხმარა და პირველადი დახმარება გაუწია. ექიმების განცხადებით, სერფერის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათი განმარტებით, პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.
მოგვიანებით, ზვიგენის მიერ მოჭმული ფეხი ადგილობრივებმა იმავე სანაპიროზე გამორიყული იპოვეს. მამაკაცის ქვედა კიდური დაუყოვნებლივ ყინულში მოათავსეს. ახლა ექიმები იმაზე მსჯელობენ, შესაძლებელია თუ არა მის სხეულზე მიკერებას.