ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თუკი ვინმეს ეკუთვნის გაშარჟება და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, დაცინვა, არიან რადიკალი ოპოზიციონერები, რომელთაც პულსიც კი ძალიან რთულად ესინჯებათ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანის შეკითხვა ეხებოდა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე სუს-ის ინფორმაციის ოპოზიციის მიერ არასერიოზულად შეფასებას.
დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ მაგალითად, ელისაშვილი-"ლელოს" გაერთიანებით საზოგადოებისთვის ცხადი ხდება, რომ მათი მხარდაჭერა არ შეიძლება.
„ქართულ პოლიტიკურ სცენაზე თუკი ვინმეს ეკუთვნის გაშარჟება და პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, დაცინვა, არიან რადიკალი ოპოზიციონერები, რომელთაც პულსიც კი ძალიან რთულად ესინჯებათ მათი ელექტორალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ადამიანები მორალს, ღირსებას, ყოველგვარ ადამიანურს აბიჯებენ და ქვეყნის გარედან შემოსული დავალებების ფონზე, გუშინწინ რომ ხელს არ ართმევდნენ, ლანძღავდნენ და უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს, დღეს ცდილობენ, რომ რაღაც ფსევდო-გაერთიანებები შექმნან. ისინი ერთმანეთის ღირსი არიან, ეკუთვნიან ერთმანეთს იმიტომ, რომ ელისაშვილი-ლელოს მაგალითი რომ ავიღოთ, ისინი საზოგადოებას დამატებით მოტივს ეუბნებიან, რომ რა თქმა უნდა, არ შეიძლება მათი მხარდაჭერა და ეს საზოგადოებამ ისეც ძალიან კარგად იცის”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყოველდღიურად ხდება ცალკეული პირების გამოკითხვა, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხნენ პირები. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით სუს-ის შემდგომ ნაბიჯებს და იმ რეალობას ამ გამოძიების შედეგად დადგება.
გასაშარჟებელი ექნება საკუთარი თავი მთელს რადიკალურ ოპოზიციას 26 ოქტომბრის შემდეგ, მაგრამ მანამდე არ აკლებს გაშარჟებას ქართული საზოგადოება მათ უპრინციპო, ამორალურ ქმედებებს, როდესაც ხედავს, რეალურად კოლექტიური „ნაცმოძრაობისა“ და მათი ანასხლეტების სახით რა უპრინციპო და ამორალურ ადამიანებთან აქვთ საქმე“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.