რიტორიკის შეცვლა იმის ნიშანია, რომ ჩვენს ძვირფას პოლიტიკოსებს ქართველი ხალხი სკლეროზიანი ჰგონიათ. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი, როცა „ნაცები“ ტრამპისტები გახდნენ და ჩვენ ბულინგის მსხვერპლი ვიყავით, რადგან ჩვენი პოლიტიკური ელიტა ტრამპის წინააღმდეგ იყო მიმართული,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩიას თქმით, ამის შემდეგ არაფერი უკვირს.
„რუსეთში ვიზიტი რომ ჰქონდეთ, არც ეს გამიკვირდება. პრინციპები სულ ისე ლაგდება, როგორც ლაგდება კოალიციები. ტყუილები ყველაზე კარგად ხელისუფლებას გამოსდის, მეტი პროპაგანდის საშუალება აქვთ და მეტადაც იტყუებიან. როგორც ჩანს, ამის მეტი სტაჟიც აქვთ. ოპოზიციამაც მეტი არაფერი იცის და ტყუილებიც კარგად გამოსდის, მაგრამ მცდარი ტაქტიკა აქვთ, რადგან ტყუილების პროპაგანდა ხელისუფლებას უკეთ გამოსდის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.