საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მოსალოდნელ წარმატებაზე ისაუბრა.
„ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში აპირებს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას. ეს რა თქმა უნდა, დაფუძნებული იქნება ჩვენს მიერ განვლილ პოზიტიურ გზაზე, ქვეყნის სასარგებლოდ გაკეთებულ საქმეზე, იმ სამომავლო კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც უკვე არსებულ პოზიტივს დაემყარება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღევანდელი მოცემულობით, „ქართულ ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი.