ჯონი დეპმა და ანდრეა ბოჩელიმ იტალიაში, კონცერტზე სიმღერა ერთად შეასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას TMZ ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დუეტი ინგლისელი გიტარისტის ჯეფ ბექის ხსოვნის პატივსაცემად შედგა.
ჯონიმ და ანდრეამ სიმღერა „En Aranjuez Con Tu Amor“ შეასრულეს. აღნიშნული სიმღერა ჯონიმ და ანდრეამ 2020 წელს სწორედ ჯეფ ბექთან ერთად ჩაწერეს.
ჯეფ ბექი 2023 წელს ბაქტერიული მენინგიტით გარდაიცვალა. იმავე წელს ჯონიმ მისი ხსოვნის პატივსაცემად კონცერტიც გამართა.
ბოჩელისა და დეპის კონცერტი იტალიაში, ტოსკანის პატარა სოფელ ლაჯატიკოში გაიმართა. სწორედ ამ სოფელში დაიბადა იტალიელი ტენორი.
ამავე კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ედ შირანმა და უილ სმიტმა.