უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ჩინეთში ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„მივესალმები ყველას ჩინეთიდან. ჩინეთში უკრაინის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი განხორციელდა რუსეთის სრულმასშტაბური აგრესიის დაწყების შემდეგ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიევმა და პეკინმა აწარმოონ პირდაპირი დიალოგი და გაცვალონ პოზიციები. ასევე განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინამ დაიწყო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ჩინეთმა ჩვენს სახელმწიფოსთან ურთიერთობას ევროპასთან სტრატეგიული ურთიერთობების კუთხით უნდა შეხედოს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.