პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით, აშშ ცდილობს სომხეთში გააკეთოს ის, რაც არ გამოუვიდა საქართველოში. ქართველიშვილის განმარტებით, სომხეთში აშშ-ის გეგმების მტკიცებულებაა მაგალითად ის, რომ ოდკბ -ს წევრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს სამიტს ესწრებოდა, ასევე სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე პენტაგონის მუდმივმოქმედი ბაზის გახსნა და ამერიკა- სომხეთის სამხედრო წვრთნები.
ქართველიშვილის თქმით, კავკასიის რეგიონში კონკრეტულად კი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში რევოლუციური სცენარის განვითარება და არეულობის მოწყობა ჯერ კიდევ აშშ-ს გეგმებშია, შესაბამისად სახელმწიფოს მოდუნების საშუალება არ აქვს.
„ის, რაც არ გამოუვიდათ საქართველოში, ცდილობენ გააკეთონ სომხეთში. ამის მტკიცებულება არის რამდენიმე ფაქტორი, მაგალითად ის, რომ ე.წ ოდკბ -ს წევრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობდა ვაშინგტონში ნატოს საიუბილეო სამიტში, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება - სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე გაიხსნას პენტაგონის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობა და ისიც, რომ ამ დღეებში სომხეთში მიმდინარეობს ამერიკა - სომხეთის სამხედრო წვრთნები. ეს ყველაფერი სისტემურად უნდა განვიხილოთ - ტერორისტული აქტები, ბოლო 3 თვის განმავლობაში კონკურენტების ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობების სერია, აზერბაიჯანში, საქართველოში და სომხეთში - სამხედრო, სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები და მუდმივი მზაობა - ფერადი რევოლუციის და მაიდანის სცენარით წარმართონ პოლიტიკური პროცესები. ეს ყველაფერი ჯერ - ჯერობით მათ გეგმებში არის, მოდუნების საშუალება არ გვაქვს არც სახელმწიფოს, არც სპეცსამსახურებს და შსს-ს და არც საზოგადოებას. წინ გველის მძიმე პერიოდი და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად,“ - აღნიშნა ქართველიშვილმა.