იაგო ხვიჩია: ქართველი ხალხისთვის გემრიელ ლუკმად მხოლოდ „გლობალური ომის პარტია“ კი არ გამოიგონეს, ტერორისტული აქტიც არანაკლები ლუკმაა, გააჩნია, როგორ შეხედავ

იაგო ხვიჩია: ქართველი ხალხისთვის გემრიელ ლუკმად მხოლოდ „გლობალური ომის პარტია“ კი არ გამოიგონეს, ტერორისტული აქტიც არანაკლები ლუკმაა, გააჩნია, როგორ შეხედავ

ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება, რაიმე გამორიცხო, მაგრამ მას შემდეგ ყველაფერს ეჭვქვეშ დააყენებ, რაც „გლობალური ომის პარტიას“ სერიოზულად ვებრძვით და იკითხავ, ესეც ხომ არ არის მოჩვენების საგანი და არა – რეალობა?! – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიების თაობაზე განუცხადა.

მისი თქმით, „ტერორისტული აქტიც არანაკლები ლუკმაა, გააჩნია, როგორ შეხედავ“.

„მხოლოდ ადვოკატის განცხადება ვიცი, რომ ამაზე საქმეა აღძრული და ამას მტკიცებით ფორმაში არაფერი მეუბნება. ქართველი ხალხისთვის კარგ და გემრიელ ლუკმად მარტო „გლობალური ომის პარტია“ კი არ გამოიგონეს, ტერორისტული აქტიც არანაკლები ლუკმაა, გააჩნია, როგორ შეხედავ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. უწყებამ უკვე გამოჰკითხა რამდენიმე პირი. ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხული პირის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე.

Gami უსარგებლო ოდიოტი
3 თვის უკან