ტეილორ სვიფტის სტალკერი გერმანიაში, მისი კონცერტის დაწყებამდე დააკავეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 34 წლის ამერიკელი კაცი 17 ივლისს დააკავეს. როგორც ირკვევა, ის სოციალურ ქსელებში სვიფტის და მისი ბოიფრენდის, ფეხბურთელ ტრევის კელსის მისამართით მუქარის შემცველ განცხადებებს აქვეყნებდა. კონცერტის ორგანიზატორებმა და პოლიციელებმა აღნიშნეს, რომ ბოლომდე რისკები ვერ გამორიცხეს, ამიტომ სტალკერი განყოფილებაში გადაიყვანეს.
კაცის ვინაობა არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ მას ჰქონდა ბილეთი სვიფტის კონცერტზე გელზენკირხენში და ის ღონისძიებაზე ბილეთების შემოწმების დროს დააკავეს.