ბექა ოდიშარია: როგორც ერთმანეთის უნახავ მიჯნურებს აძალებენ დაქორწინებას, ისე აძალებენ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას

ბექა ოდიშარია: როგორც ერთმანეთის უნახავ მიჯნურებს აძალებენ დაქორწინებას, ისე აძალებენ „ლელოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანებას

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გიორგი ვაშაძის მოწოდებას, ოპოზიციური პარტიების „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ გაერთიანების მოწოდებას გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი გაერთიანების მცდელობა ძალიან კომიკურია, მათი მდგომარეობა ჰგავს დიდი ხნის უნახავ მიჯნურებს, რომლებსაც დაქორწინებას აიძულებენ.

„კომიკური სიტუაციაა. ვაშაძეს როგორ შეიძლება ჰქონდეს იმის მორალური უფლება, ან ის იყოს უპირობო მორალური ავტორიტეტი, რომ შემოუძახოს ორ პარტიას, რომელსაც მის მდგმურ პარტიაზე, რომელსაც შეკედლებული არის ახლა, მაღალი რეიტინგი აქვს. მათ მხოლოდ იმას გამორჩა, რომ ორი კაცი ეყოლება სიაში. ასეთმა ადამიანმა როგორ უნდა მოუწოდოს ვინმეს რამე?!

„ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ამ პარტიების მდგომარეობა ცალკე აღებული მძიმეცაა. როგორც ერთმანეთის უნახავ მიჯნურებს აძალებენ დაქორწინებას, ისე აძალებენ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“, გაერთიანებას. ამ ხალხს არ უნდა ერთმანეთი“, - აღნიშნა ოდიშარიამ გადაცემა „დღის ქრონიკა“-ში.

გიორგი ვაშაძე მათი საერთო საქმისთვის ხაზარაძესა და გახარიას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ ლიდერებს ალიანსზე უარი უკვე ნათქვამი აქვთ, თუმცა ვაშაძე ამბობს, რომ დრო ჯერ კიდევ არის.

ხელისუფლება ამბობს, რომ როგორც არ უნდა გაერთიანდეს რომელიმე ოპოზიციური პარტია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მძიმედ დამარცხდება.