ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ დასავლეთი რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებს სურთ რუსეთთან ომი დისტანციურად აწარმოონ, რადგან მოსკოვთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად არ არიან, თუმცა დაჩქარებული ტემპით ემზადებიან.

ვუჩიჩმა სერბეთის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში უკრაინის ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა, რადგან ომის გახანგრძლივება საერთაშორისო კატასტროფაში შეიძლება გადაიზარდოს.