რატი იონათამიშვილი: საზოგადოებას გახარიასა და ხაზარაძის დითირამბები არ აინტერესებს - ისინი მიუღებელი არიან, რადგან ერთის სახელია მოღალატე, მეორის - თაღლითი! - მათი გაერთიანება კრახისთვის არის განწირული

რატი იონათამიშვილი: საზოგადოებას გახარიასა და ხაზარაძის დითირამბები არ აინტერესებს - ისინი მიუღებელი არიან, რადგან ერთის სახელია მოღალატე, მეორის - თაღლითი! - მათი გაერთიანება კრახისთვის არის განწირული

საზოგადოებას გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის დითირამბები არ აინტერესებს - ისინი მიუღებელი არიან, რადგან ერთის სახელია მოღალატე, მეორის - თაღლითი! თაღლითურ-მოღალატეობრივი პარტია ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ფინალი ერთი იქნება! - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, „რადიკალურ ოპოზიციაში დამოუკიდებელი ადამიანები არ არიან, ისინი დამოუკიდებელ პარტიებს არ წარმოადგენენ, მათი გადანაწილება მხოლოდ იმისთვის ხდება, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი მანდატი მიიღონ“.

იონათამიშვილის აზრით, „ყველა ასეთი ოპოზიციური გაერთიანება კრახისთვის არის განწირული“.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა, თუნდაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ისეთი ამორალური სახე აჩვენეს, გაუგებარია, ამომრჩევლის წინაშე რა ნამუსით უნდა წარსდგნენ.

ამ ადამიანებს შუბლზე ძარღვი აქვთ გაწყვეტილი!

რასაც ოპოზიციაში ვხედავთ, ეს არის მარცხის სცენარი და ამის მონაწილეები არიან რადიკალურ ოპოზიციაში.

საზოგადოება იმ სიყალბით დაიღალა, რასაც რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას სთავაზობენ. როგორც ჩანს, დამსახურებულად ასეთი უპასუხისმგებლო ადამიანებისთვის ბოლო არჩევნები იქნება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ გიორგი ვაშაძეა მომწოდებელი რადიკალური ჯგუფების მიმართ. ეს ყველაფერი ცხადყოფს, ეს ადამიანები როგორ დაცლილი არიან არა მხოლოდ პრინციპებისგან, არამედ ლიდერებისგან. ამ ადამიანების სახე რა დონეზეა დაცემული და როგორ ფსკერზე არიან, ეს ვაშაძის განცხადებიდანაც ჩანს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიებს - „ლელოს“ და „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

„ბოლო კომპონენტია დარჩენილი, გახარია - „ლელოს“. ორივე პოლიტიკურ ჯგუფს გაერთიანებისკენ მოვუწოდებ. გაერთიანდით, ჯერ კიდევ დრო არის. ეს საერთო საქმისთვის კარგი იქნება“, - მიმართა ვაშაძემ პარტიებს.