ირაკლი გოგავა: ჩვენს ქვეყანაში „მკვლელობის სინდიკატი“ მოქმედებს, რომლის მიზანია საქართველო საკუთარი ინტერესების შესაბამისად არ განვითარდეს

ირაკლი გოგავა: ჩვენს ქვეყანაში „მკვლელობის სინდიკატი“ მოქმედებს, რომლის მიზანია საქართველო საკუთარი ინტერესების შესაბამისად არ განვითარდეს

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი გოგავა, სოციალურ ქსელში ლევან პირველის მოწამვლის ფაქტს ეხმიანება.

„მოვუსმინე ლევან ვასაძის ბოლო მიმართვას - ბმული კომენტარებშია. ვოვა ვეკუა - მოკლეს;

ზურაბ ჭავჭავაძე - დაიღუპა კლინიკაში ავტოავარიის შემდეგ;

მერაბ კოსტავა - დაიღუპა ავტოავარიაში;

სანდრო გლურჯიძე - მოულოდნელად გარდაიცვალა;

გია ყარყარაშვილი - ესროლეს, გადარჩა, მაგრამ დღემდე სავარძელს არის მიჯაჭვული;

სოლიკო ხაბეიშვილი - მოკლეს;

დემურ დვალიშვილი - „თავი მოიკლა“;

ზვიად გამსახურდია - „თავი მოიკლა“;

გია ქუთათელაძე - მოკლეს;

გია გულუა - მოკლეს;

გია ჭანტურია - მოკლეს;

ნუგზარ საჯაია - „თავი მოიკლა“;

გურამ შარაძე - მოკლეს;

ზურაბ ჟვანია - „გაზით გაიგუდა“;

რამაზ კლიმიაშვილი - „გაზით გაიგუდა“;

გია მაისაშვილი - გარდაიცვალა თავის ტრამვის შედეგად განვითარებული სიმსივნით;

ნიკო ორველაშვილი - მოულოდნელად გარდაიცვალა;

ბადრი პატარკაციშვილი - მოულოდნელად გარდაიცვალა;

ლევან მიქელაძე - მოულოდნელად გარდაიცვალა;

რომან დუმბაძე - მოკლეს;

ირინა ენუქიძე - გარდაიცვალა;

იური ვაზაგაშვილი - ააფეთქეს შვილის საფლავზე;

კობა დავითაშვილი - გარდაიცვალა წამებით მიღებული ტრამვებისგან განვითარებული დაავადებით;

პატრიარქის მოწამვლის მცდელობა;

პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო - მოწამლეს, გადარჩა;

თამაზ მეჭიაური - გარდაიცვალა კლინიკაში;

ლევან ვასაძე - მოწამლეს, გადარჩა;

ირაკლი კობახიძე - ევროკომისარი დაემუქრა რობერტ ფიცოს მაგალითით;

ლევან პირველი - მოწამლეს, იბრძვის გადარჩენისთვის;

ეს არის იმ საჯარო პირთა არასრული სია, რომელთაც საკუთარი განსაკუთრებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი პოზიციის გამო გლობალურმა სისტემამ განაჩენი გამოუტანა. ამ პირთა უმრავლესობას საქართველოს სუვერენული განვითარების სურვილი გააჩნდა. როგორც ვხედავთ, პატრიოტიზმი საქართველოში დასჯადია. ჩვენს ქვეყანაში „მკვლელობის სინდიკატი“ მოქმედებს, რომლის მიზანია საქართველო საკუთარი ინტერესების შესაბამისად არ განვითარდეს.

თითოეული ჩვენგანი, ვინც სუვერენისტულ პოზიციებს საჯაროდ გამოვხატავთ, სამიზნეებს წარმოვადგენთ. აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. სამშობლოსთვის სიკვდილი სასახელო საქმეა, მაგრამ პატრიოტ-სუვერენისტების გამოხშირვით, საქართელო კვლავ კოლონიალურ სახელმწიფოდ რჩება. ვითხოვთ რეალურ გამოძიებებს და პასუხებს!“

მერაბ.g ეროსი კიწმარიშვილი გამოგრჩათ; როცა მან ომსი დაწყების დავითაიას საპარლამენტო კომისია ჩვენება მისცა, გივი ტარგამაძე ისე გაღიზიანდა (?) რომ მას საფერფლე ესროლა; რატომ? რა თქვა ისეთი? ვინ მოკლა ის ავტოსადგომზე? თარგამაძე იმ პირსისხლიანი პოლიტიკური სიმსივნის წარმომადგენელია, რომელიც ქუჩაში ხვრეტდა, ზღვაში ახრჩობდა ... ციხეებში ინკვიზიციური აწამებდა და კლავდა მეთოდებით
3 თვის უკან